fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ბულინგი სკოლაში ჭარბი წონის გამო და ოპერაცია, რომელმაც 14 წლის გოგონა იმსხვერპლა

თესალონიკში, კერძოდ კი, ეპანომიში, 14 წლის გოგონას გლოვობენ. მისი მამა, რომელიც სასულიერო პირია, საავადმყოფოს ექიმს უჩივის და ამბობს, რომ მოზარდის გარდაცვალება არასწორად ჩატარებულმა ოპერაციამ გამოიწვია.

ირკვევა, რომ გოგონას ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც სკოლაში მუდმივად ბულინგის მსხვერპლი იყო. აქედან გამომდინარე, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ და კერძო კლინიკაში მიიყვანეს.

ოპერაციის ჩატარების შემდეგ ის ძლიერ ტკივილებს განიცდიდა და როგორც მისი მამა ამბობს, მედპერსონალი არანაირ ზომებს არ იღებდა აღნიშნულთან დაკავშირებით.

საბოლოოდ გოგონა სეპტიკური შოკით დაიღუპა.

onalem

ტესტ