fbpx
საბერძნეთი

საგანგებო ინფორმაცია! გადაადგილების აკრძალვა 6 აპრილამდე მთელ საბერძნეთში

23 მარტიდან 6 აპრილამდე მთელი საბერძნეთის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მიზეზები, რომელთა გამოც საბერძნეთში მცხოვრებ ადამიანს სახლიდან გარეთ გასვლა შეუძლია.

ესენია:

  1. აფთიაქში ან ექიმთან წასვლა
  2. სამსახურში წასვლა
  3. ოჯახური მიზეზით გასვლა (ოჯახის წევრის ან სხვა ადამიანის დახმარება, თუ ეს ეხება მის ჯანმრთელობას)
  4. შინაური ცხოველის გაყვანის მიზნით გასვლა
  5. ბანკებსა და სხვა მომსახურების ადგილებში წასვლა
  6. სუპერმარკეტსა და ბაზარში საკვების შესაძენად წასვლა
  7. ვარჯიშის მიზნით გასვლა, მხოლოდ სახლთან ახლოს
  8. იმ საცხოვრებელ ბინაში მისვლა, სადაც ოფიციალურად ხართ ჩაწერილი.

ყოველ მანქანაში უნდა იჯდეს მაქსიმუმ ორი ადამიანი (მძღოლი + გვერდზე მჯდომი).

გარეთ გასვლისას ადამიანმა აუცილებლად უნდა იქონიოს პასპორტი/პირადობის მოწმობა და საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება (ადია დიამონი / ასილო -“კატეხაკი”) . ამასთანავე არის სამი მოცემულობა, რომელთა საშუალებითაც კონკრეტულმა პირმა უნდა დაადასტუროს საკუთარი გარეთ გასვლის მიზეზი და მიუთითოს საკუთარი ვინაობაც.

  1. თუ მუშაობთ ოფიციალურად, აუცილებელია გქონდეთ ცნობა (ვევეოსი A) სამსახურიდან, რომელიც იქნება დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილი და დაადასტურებს, რომ ნამდვილად მუშაობთ და ამ მიზნით გადაადგილდებით. მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, სამუშაო საათები და დღეები. (ცნობას ჩამოტვირთავს დამსაქმებელი forma.gov.gr-დან)
  2. ყოველი გარეთ გასვლისას ადამიანს უნდა ჰქონდეს თან ფურცელი (ვევეოსი B), რომელსაც ავსებს გარეთ გასვლამდე. იგულისხმება:
    ა) ფურცელი, რომელსაც ჩამოტვირთავთ საიტიდან (forma.gov.gr) და შეავსებთ (სტატიის ბოლოშია ის ვერსია, თუ როგორიც იქნება ეს ფურცელი), ან
    ბ) ავსებთ ერთ ცარიელ ფურცელს (A4) , თქვენ თვითონ, სადაც წერთ გარეთ გასვლის მიზეზსა და საკუთარ სახელსა და გვარს. ასევე, ტელეფონის ნომერსა და მისამართს, ან
  3. გ) ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური უფასო ნომრით 13033, რომელზეც სახლიდან გასვლის თითოეულ შემთხვევაში გააგზავნით შეტყობინებას შემდეგნაირად: აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს შემგედი ნუმერაციის მიხედვით 1 – აფთიაქი, ექიმი; 2 – საპროდუქტო მაღაზიები; 3 – ბანკი (თუ არ არის ელექტრონული მომსახურების საშუალება); 4 – სხვის დასახმარებლად; 5 – განქორწინებული მშობლები შვილების მონახულება; 6 – ვარჯიში; აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს, გამოტოვებთ ადგილს, შემდეგ აკრეფთ სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს და გააგზავნით ნომერზე 13033.

დამსაქმებელმა უნდა ჩამოტვირთოს ფორმა (ვევეოსი A) საიტიდან forma.gov.gr  ან ცნობა დაგიწეროთ უბრალო ფურცელზე.

კანონდარღვევის შემთხვევაში თითოეული ადამიანი დაჯარიმდება 150 ევროთი.

შეგახსენებთ, რომ საიტი ჯერ არ მუშაობს და როგორც კი ამუშავდება, შეძლებთ ფორმების გადმოტვირთვას.

 

onalem

ტესტ