fbpx
საზოგადოება

ათენის მეტროსადგურებში დამატებით 130 პოლიციელი იმოძრავებს

მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღო გარკვეული ზომები ათენის მეტროსადგურებსა და ტურისტულ ცენტრებში ქურდობის დანაშაულთან საბრძოლველად. როგორც ცნობილი გახდა, გარდა იმისა, რომ ოფიცრები აკროპოლზე, მონასტირაკზე და თითქმის ყველა არქეოლოგიურ ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან და ყოველ 2 საათში ერთხელ გადაადგილდებიან, უფრო მეტი რაოდენობა განაწილდება მეტროებში.

130 პოლიციელი სპეციალურად გადამზადდა, რათა თვალყური ადევნონ სიტუაციას და ხალხის მიმოსვლას ათენის 47 სადგურში.

ბოლო დღეების მანძილზე ტურისტებისა თუ ადგილობრივების მხრიდან ხშირად ისმის საჩივრები საფულეების, ტელეფონების და სხვა პირადი ნივთების დაკარგვის შესახებ, რასაც ოსტატურად ახერხებენ ჯიბის ქურდები, სწორედ მეტროსადგურებში.

ამიერიდან, ათენის მეტროში სიტუაცია მაქსიმალურად იქნება გაკონტროლებული.

onalem

ტესტ