fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის კუნძულზე პოლიციელმა ტურისტი სასტიკად სცემა

ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის და რეჟისორის, ტომ ჰენკსის ვაჟის გადაღებულია. კადრში გარკვევით ჩანს, როგორ ჩხუბობს ორი ახალგაზრდა, რომელთაგანაც ერთი პოლიციელია, მეორე კი ტურისტი.

კუნძულ ანტიპაროსს ჰენკსების ოჯახი ხშირად სტუმრობს, ამჯერად კი მსახიობის ვაჟს, ჩეთ ჰენკსს პოლიციისთვის ჩვენების მიცემაც კი მოუწია. როგორც ის აცხადებს, მართალია პოლიციელი ტურისტს სცემდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ტურისტი მას თავად დაესხა თავს პირველი, შემდეგ კი ამ ყველაფერს საპასუხო რეაქცია მოჰყვა და საკმაოდ მძიმე.

როგორც ცნობილია ტურისტი უცხოელი არ არის, ის ბერძენია კარდიცადან, რომელიც კუნძულზე იმყოფებოდა.

ინციდენტის გამოძიებას ნატიპაროს პოლიცია ცდილობს.

onalem

ტესტ