fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ძაღლმა პატრონები გველისგან გადაარჩინა

კასტორიაში, კერძოდ, ხლოის ტერიტორიაზე მებარე სახლის პატრონები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ეზოში გავიდნენ და საშიში სახეობის გველი დაინახეს. მის წინ კი ოჯახის ძაღლი იდგა და გამეტებით ყეფდა, გველს საშუალებას არ აძლევდა, რომ სახლში შესულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ არა პატარა ჯეკ რასელის ჯიშის ძაღლი, იქ მაცხოვრებლები ვერ გაიგებდნენ გველის არსებობის შესახებ და დიდი იყო შანსი, რომ შემთხვევით ისინი დაეკბინა კიდეც ან სახლში შემძვრალიყო.

ქალმა ეზოში ძაღლის ინტენსიური ყეფის გამო გაიხედა და სწორედ მაშინ დაინახა საკმაოდ დიდი ზომის გველი. მან სასწრაფოდ სახანძროში დარეკა და მათ რეპტილია თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.

onalem

ტესტ