fbpx
კრიმინალი

ქურდობების რეკორდი – სამი ბერძენი მინიმუმ 100 ძარცვის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ გრძელვადიანი გამოძიების შედეგად დააკავა საბერძნეთის სამი მოქალაქე, 22, 26 და 31 წლის მამაკაცები, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. მათ ატიკის რეგიონში, ასევე ვიოტიასა და ევიაში მინიმუმ 100 ძარცვა აქვთ განხორციელებული.

პოლიციის ინფორმაციით, იძებნება კიდევ 4 პირი, რომელიც მათი თანამზრახველია, თუმცა, ისინი ამ დრომდე მიმალვაში არიან. მათი დაპატიმრების ორდერი უკვე გაცემულია.

გარდა ძარცვისა, ისინი მსხვერპლს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რათა თანხა და სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაულები წაერთმიათ.

პოლიცია იძიებს თუ ზუსტად რამდენჯერ ჩაიდინეს მათ კრიმინალური დანაშაული, რათა შესაბამისი სასჯელი შეეფარდოთ.

onalem

ტესტ