fbpx
პოზიტივი

პატარა პანაიოტი, უიშვიათესი დაავადებით, რომელსაც მთელმა საბერძნეთმა მილიონობით ევრო შეუგროვა, ფეხზე დადგა და თამაშობს კიდეც

პატარა პანაიოტი-რაფაილი ყველას ახსოვს… ეს არის ბავშვი, უიშვიათესი დაავადებით, კუნთების ატროფიით, რომლის გასაჭირიც მთელმა საბერძნეთმა გაიზიარა და ბავშვის მკურნალობისთვის მთელ ქვეყანაში მილიონობით ევრო შეგროვდა. რა არის შედეგი?! პანაიოტი უკვე საკუთარ ფეხზე დგას და დამოუკიდებლად თამაშობს კიდეც, როცა მისი ოჯახისთვის რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო.

მედიასთან მისმა მამამ ისაუბრა და ამბობს, რომ ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ამერიკაში, ბოსტონში გავლილმა გენურმა თერაპიამ არაჩვეულებრივი შედეგები გამოიღო.

მამაკაცი ჰყვება, რომ ბავშვს ახლა შეუძლია სახლში სპეციალური სავარძლით, თუმცა, დამოუკიდებლად იაროს, გახსნას კარადები და საკუთარი სათამაშოები ხელში დაიჭიროს.

“ახლა ისეთ რამეებზე ვლაპარაკობ, რისი გაგებაც ხალხს გაუჭირდება. ეს არის სასწაული! ვსაუბრობ დაავადებაზე, რომელიც საწოლს გაჯაჭვებს, არ ვსაუბრობთ მდგომაროებაზე, როცა უბრალოდ ვერ დადიხარ. გაქვს სუნთქვის პრობლემები, გჭირდება დახმარება თავის დაჭერასა და ხელების ასაწევად. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის,” ამბობს მისი მამა.

onalem

ტესტ