fbpx
საბერძნეთი

“პანდემია უკან იხევს! წლევანდელი ადღდომა იქნება ჩვეულებრივი, ცოტა მოთმინება გვმართებს” – მინა გაგა

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მინა გაგა ბოლო პერიოდში ოპტიმისტური განცხადებებით გამოდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ პანდემიის მეოთხე ტალღამ თავის ზენიტს უკვე მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მდგომარეობა ახლა მხოლოდ უკეთესობისკენ წავა და წლევანდელ აღდგომას ჩვეულ პირობებში გავატარებთ.

“გვჯერა, რომ პანდემიის ტალღა თავის დასასრულს უახლოვდება. შემთხვევები ბევრია და რა თქმა უნდა, პირბადეც უნდა ვატაროთ, დისტანციაც დავიცვათ, მაგრამ კიდევ ცოტა მოთმინება გვჭირდება და წლევანდელ აღდგომას უკვე ჩვეულებრივ პირობებში შევხვდებით. 

უმნიშვნელოვანესია, რომ მომდევნო კვირებში მოთმინება გამოვიჩინოთ და ფრთხილად ვიყოთ.

მიღებულ ზომებში არ იქნება ცვლილებები, რადგან ინფირიცრებულთა ყოველდღიური რაოდენობა ბევრია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეპიდმდგომარეობის შეფასება ყოველკვირეულად ხდება და ახალი გადაწყვეტილებები ექსპერტთა მოსაზრებებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სკოლების გახსნის საკითხს, კონტროლი ხორციელდება და ერთი კვირით გვიან რომ გაგვეხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები ინფიცირებული გვეყოლებოდა, ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის. ევროპის ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც სკოლები დიდი ხნის მანძილზე იყო დაკეტილი და ამ ფაქტს ბავშვებზე ძალიან ნეგატიური გავლენა ჰქონდა,” განაცხადა გაგამ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში სავალდებულო ტესტირების შედეგად კოვიდ-19 ათასობით ბავშვსა და მასწავლებელს დაუდასტურდა.

 

onalem

ტესტ