fbpx
საზოგადოება

“მჟავა ინტერნეტით 4,50 ევროდ იყიდა, მისი ფსიქიკა მძიმე მდგომარეობაშია” – ახალი დეტალები 35 წლის დაკავებულის შესახებ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რომელთანაც 35 წლის ქალის ადვოკატი, საკის კეხაგიოღლუ საუბრობს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, რაც ნიშნავს, რომ საფუძვლიანი გასაუბრება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

პოლიციამ მოიძია უამრავი მტკიცებულება, რომელიც ქალის ბრალეულობას ამტკიცებს, თავად 34 წლის იოანა კი შოკურ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ ვინ დაუწვა სახის 93%.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა პასუხი, რომელსაც დაკავებული პოლიციას აძლევს, თითქოს რეალობას მოწყვეტილია. თავად გამოიყურება ძალიან მშვიდად და ამტკიცებს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს.

ქალი ამბობს, რომ პარიკი სახლში იმიტომ ჰქონდა, რომ თმის შეღებვისას სასურველი ფერი ვერ მიიღო და უნდოდა, რომ პარიკით შეეცვალა. მეორეს მხრივ, ფაქტს, რომ მან თავდასხმის დღეს სამსახური გააცდინა, იმით ხსნის, რომ ფრჩხილების გასაკეთებლად წავიდა.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელთანაც 35 წლის ქალს ჰქონდა ურთიერთობა და ეჭვობდა, რომ მას იოანა მოსწონდა, ამბობს, რომ ნამდვილად აკავშირებდა მამაკაცთან პირადი ურთიერთობა, თუმცა მესამე პირის არსებობასთან დაკავშირებით არასოდეს უეჭვია და ზოგადად არასოდეს უფქრია, რომ ვინმე იდგა მათ შორის.

გარდა ამისა, პოლიციამ მის სახლში იპოვა ზუსტად ის ტანსაცმელი და ჩანთა, რომელიც ქალს თავდასხმის დროს ეცვა და ეკავა და ეს კამერებზე აღბეჭდილ კადრებს ემთხვევა. მიუხედავად მყარი მტკიცებულებებისა, ის ამბობს, რომ მსგავსი სამოსი უამრავ ქალს შეიძლებოდა სცმოდა და ეს უბრალოდ დამთხვევაა.

ბრალდებულს ცნობილი ადვოკატი, საკის კეხაგიოღლუ იცავს, რომელიც ამბობს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია და რომ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, გვაქვს თუ არა საქმე რაიმე სერიოზულ დარღვევასთან.

პოლიციამ გაარკვია ისიც, რომ ქალმა მჟავა ინტერნეტის საშუალებით შეიძინა და ამაში მხოლოდ 4.50 ევრო გადაიხადა.

onalem

ტესტ