fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი: საბერძნეთში “ბოქლომები” 11 აპრილამდე არ მოიხსნება

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები საბერძნეთში 14 მარტიდან 27 მარტამდე გასტანდა, ხოლო გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა 6 აპრილამდე.  თუმცა, სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილამდე ქვეყანაში მაღაზიებსა და სხვადასხვა დაწესებულებებზე “ბოქლომები” არ მოიხსნება.

ამრიგად, საჭიროა კიდევ მინიმუმ ორი კვირა, რომ გამოჩნდეს, დასტაბილურდა თუ არა საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემია და შეეძლება თუ არა მოსახლეობას ნელ-ნელა მაინც დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს.

შეგახსენებთ, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ მხოლოდ აფთიაქები, სუპერმარკეტები და საცხობები.

onalem

ტესტ