fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “ავღი” აქტიურდება – ატიკის რეგიონში სკოლებს კეტავენ, თოვა ზღვის დონიდან 300-400 მეტრზე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურისა და კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, მომდევნო საათებში კლიმატური ფენომენი “ავღი” აქტიურდება და კონკრეტულ ტერიტორიებზე გაიცა სკოლების დაკეტვის ბრძანებაც – საუბარია ფილის სკოლებსა და ბაღებზე.

ამჟამინდელი ცნობებით, ატიკის რეგიონში თოვა მოსალოდნელია ზღვის დონიდან 300-400 მეტრზეც, ეს ყველაფერი გამოიწვია პოლარული ჰაერის მასების შემოჭრამ ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და კლიმატური ფენომენის, სახელით “ავღი”, ძირითადი ნიშნებია თოვლი ან წვიმა, ადგილობრივად ძალიან ძლიერი ჩრდილოეთის ქარი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უფრო მეტად რთული ვითარება იქნება სამშაბათს დილით, დაბალი ტემპერატურისა და ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მოსული ნალექის გამო.

ფილის გარდა, სკოლები დაკეტილი იქნება ასევე ვიოტიასა და ევიას ტერიტორიებზე.

 

onalem

ტესტ