fbpx
საბერძნეთი

“ივაჭრეთ მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდებათ და არა იმისთვის, რომ შეინახოთ” – ადონის გეორგიადისი

ათენში, გალაცის სუპერმარკეტში ადონის გეორგიადისი მივიდა და ერთგვარი შემოწმება ჩაატარა. ბერძენ მინისტრს ნიღაბი ეკეთა და იცავდა ყველა წესს, რომელთა დაცვისკენაც მოსახლეობას მოუწოდებენ. ამასთანავე, კამერებთან აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და არა იმისთვის, რომ სახლში დიდი რაოდენობით საკვები შეინახოს.

გეორგიადისმა განაცხადა, რომ თაროები მუდმივად მომარაგდება, ასევე შაბათ-კვირას დარეგულირდება ნიღბებისა და ანტისეპტიკური საშუალებების საკითხი, რომელთა დიდ რაოდენობასაც აუცილებლად შემოიტანენ.

onalem

ტესტ