fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: აზრთა სხვადასხვაობა კაფე-ბარების და ტავერნების გახსნის თაობაზე

როგორც ადონის გეორგიადისი აცხადებდა, საბერძნეთში კაფე-ბარები და ტავერნები შესაძლოა 25 მაისს გაიხსნას, ანუ 1 კვირით ადრე, ვიდრე ეს ოფიციალურად არის გეგმაში. ამ მოსაზრებას არ ადასტურებს მისი მოადგილე, ნიკოს პაპათანასისი.

კერძოდ, მისი განცხადებით, რესტორნების, ტავერნებისა და კაფე-ბარების გახსნა მოსალოდნელია 1 ივნისისთვის, ვიდრე 25 მაისისთვის. როგორც ცნობილია, ხელისუფლება ექსპერტებთან ერთად სიტუაციას ხვალ, 14 მაისს, ზომების მოხსნის პირველი ეტაპიდან ზუსტად 10 დღეში განიხილავს. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვისაუბროთ მათ ამუშავებაზე.

პაპათანასისის თქმით, ყოველდღიურად ხორციელდება 500 მეტი შემოწმება კომპეტენტური ორგანოების მიერ. რაც შეეხება, სავაჭრო ცენტრებს, მათი ამუშავება 1 ივნისამდე გამორიცხულია და სწორედ ამ დღეს გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში გაიხსნა ყველა საცალო ვაჭრობის მაღაზია, Hondos Center, Jumbo. დახურული რჩება მოლები და დიდი ცენტრები.

onalem

ტესტ