fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში სკოლები იხსნება – ტესტები კორონავირუსზე, პირბადეები და ანტისეპტიკური საშუალებები

დღეს, 1 თებერვალს, საბერძნეთში მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა – იხსნება სკოლები და მოსწავლეები მერხებს უბრუნდებიან.

როგორც უკვე ცნობილია, სკოლების გახსნა ხდება ეპიდმდგომარეობის შესაბამისად. წითელ ზონებად გამოცხადებულ რეგიონებში, მათ შორის ატიკაშიც, მუშაობას იწყებენ მხოლოდ საშუალო კლასების სკოლები, ხოლო უმაღლესი კლასების სკოლები დაკეტილი რჩება. რაც შეეხება, მწვანე ზონებს, ამ ტერიტორიებზე იხსნება როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი სკოლები.

მასწავლებლებსა და 16 წელს ზემოთ მოზარდებს ჩაუტარდებათ ტესტები კორონავირუსზე, ხოლო სკოლების შიდა და გარე ტერიტორიებზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება.

საბერძნეთის განათლების მინისტრმა, ნიკი კერამეოსმა განაცხადა: “ვუბრუნდებით მერხებს უსაფრთხოების ზომების დაცვით. ვსწავლობთ უსაფრთხოდ.”

ცხადია, სკოლებში განთავსებული უნდა იყოს ანტისეპტიკური საშუალებები და უნდა ხდებოდეს ინტენსიური დასუფთავება.

onalem

ტესტ