fbpx
საზოგადოება

ბერძენი ემიგრანტი, რომელსაც თვეში 8.000 ევროს უხდიან, თავის სამსახურს სამოთხეს უწოდებს

42 წლის ბერძენი მამაკაცი, პადელი კარველისი საუბრობს წარმოუდგენელ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებზე, რომლებიც მას ემიგრაციაში წასვლის შემდეგ დახვდა. მან საბერძნეთი დატოვა და ნამდვილ სამოთხეში აღმოჩნდა. რას ჰყვება ბერძენი ემიგრანტი?!

“საბერძნეთიდან 1 წლის წინ წავედი. თესალონიკში ხორცის მაღაზიაში ვმუშაობდი და თვეში 1.000 ევრო მქონდა, ეს არ იყო საკმარისი ჩემი ოჯახის ხარჯებისთვის, რადგან შვილიც გვყავს. ჩემი მეუღლის ძმა და რამდენიმე მეგობარი ოსლოში ცხოვრობენ და მათგან ვიცოდით, რომ იქ ძალიან კარგად იყვნენ. ჩვენც გადავწყვიტეთ, წავსულიყავით… ნორვეგიის დედაქალაქში ჩამოვედით, მეუღლის ძმის დახმარებით სარეკონსტრუქციო კომპანიაში სამუშაო ვიშოვე და პორტებში ვმუშაობთ. საათში 40-დან 70 ევრომდე მიხდიან, თვეში კი 8.000 ევრო გამომდის.

ჩემი მეუღლე არ მუშაობს და მას შემდეგ, რაც თვეში ყველანაირ ხარჯს ვფარავთ, ჯიბეში 3.300 ევრომდე მრჩება. რა თქმა უნდა, ხელფასებთან ერთად ფასებიც მაღალია, მაგრამ იცით რა, აქ თქვენი შრომა ფასდება.

ყველაზე მეტად ჩემი უფროსის დამოკიდებულებაზე ვხალისობ, რომელიც სამსახურში არც კი ვიცი რამდენჯერ ამბობს “არ ინერვიულოთ”, “არ დაისტრესოთ.” ის ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ თუ რაიმე შეცდომა მომივა, რაც უნდა საშინელი იყოს ის, არ ვიდარდო, რადგან ასე საქმე უფრო გაფუჭდება და წინ ვერასოდეს წავალ. უნდა აღვნიშნო, რომ არც ნორვეგიულს ვფლობ და არც დიდი გამოცდილება მქონდა. აი ეს არის სამოთხე, სადაც ვმუშაობ. 

საბერძნეთში ჩამოსვლას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. ალბათ, მხოლოდ ზაფხულში, დასასვენებლად ჩამოვალთ. შემდეგ კი უკან დავბრუნდებით.

ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ოსლოში ზამთარში -20 გრადუსიც კი ფიქსირდება, ეს აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. უდიდესი მოტივაცია კი არის განათლების სისტემის ძალიან მაღალი დონე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენი ბიჭისთვის ეს ძალიან კარგია, რადგან აქ ვაპირებთ ცხოვრებას.”

 

 

onalem

ტესტ