fbpx
საბერძნეთი

ატიკა “წითელ” ზონაში – კრიტიკული ვითარება ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში

ΕΟΔΥ-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 36.246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ატიკის რეგიონი კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთულ მდგომარეობაშია.

არსებული მონაცემები მიხედვით, მხოლოდ ატიკაში ფიქსირდება ვირუსით ინფიცირების 13.104 ახალი შემთხვევა, ხოლო თესალონიკში 3.856 ინფიცირებული გამოვლინდა.

ყველაზე დიდი ეპიდემიოლოგიური ტვირთი მოდის ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებზე, სადაც ბოლო 24 საათში 2.058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღმოსავლეთ ატიკა – 1782
დასავლეთ ატიკა – 463
ათენის დასავლეთი ნაწილი – 1792
ათენის ცენტრალური ნაწილი – 3,582
კუნძულები – 138
ათენის სამხრეთ ნაწილი – 1533
პირეა – 1756.

onalem

ტესტ