fbpx
ჯანმრთელობა

“ათენში შეიძლება 400-500 ახალი შემთხვევა გვქონდეს, სამწუხაროდ ხალხი მიღწევას წყალში ყრის” – წარმოუდგენელი ვითარება ათენის კლუბიდან

თესალონიკის შემდეგ ბერძნული მედია ათენში, კერძოდ, გაზიში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ბერძენი ექსპერტები შეძრულები არიან კადრებით, რომლებიც ერთ-ერთი კლუბიდან ვრცელდება.

როგორც ირკვევა, ხალხი არანაირ დისტანციას არ იცავდა, ნიღბებზე კი საუბარიც ზედმეტია.

“ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით და სამწუხაროდ, მსგავსი ქცევებით ხალხი ამ ყველაფერს წყალში ყრის.

ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ თუკი ასეთ სიტუაციაში 1 ინფიცირებული მაინც იქნება, შეიძლება ვირუსი 400-500 ადამიანს აღმოაჩნდეს სულ რაღაც 1 თვეში,” აღნიშნავენ მეცნიერები.

ნიკოს ხარდალიასი კვლავ აცხადებს, ვირუსი არსად წასულა და არც გამქრალა. რომ იქნება ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, მოსახლეობამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ხარჯზე უნდა მოახერხოს ის, რომ მათი რიცხვი იყოს მაქსიმალურად დაბალი.

იხილეთ სიტუაცია გაზიში:

onalem

ტესტ