fbpx
საზოგადოება

ათენი: რომელი მეტროსადგური არ იმუშავებს შაბათ-კვირას?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას ათენის მეტროს ერთი კონკრეტული სადგური არ იმუშავებს, რადგან დაგეგმილია გარკვეული სასინჯი სამუშაოები.

კერძოდ, 2020 წლის 14 და 15 მარტს მატარებელი არ იმოძრავებს სადგურში “აგია მარინა”. სადგური დაკეტილი იქნება სასინჯი სამუშაოების გამო, რომელიც უკავშირდება მეტროს გაფართოვებას და “აგია ვარვარას”, “კორიდალოს” და “ნიკეას” სადგურების დამატებას.

ამრიგად, მეტროს მე-3 ხაზის მატარებლები შაბათ-კვირას მხოლოდ ეგალეომდე იმოძრავებენ.

onalem

ტესტ