fbpx
ემიგრაცია

“წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!” – ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე

იტა­ლი­ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი და­წეს­და. ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მებს ამ­კაც­რებს, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კრძა­ლავს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რას.

იტა­ლი­ი­დან დღეს სა­ქარ­თვე­ლოს 200 მო­ქა­ლა­ქე ჩა­მოფ­რინ­დე­ბა რომი-თბი­ლი­სის რე­ი­სით. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით რო­მი­დან ორი რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა, რა­საც ფი­ნან­სუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

თუმ­ცა, იტა­ლი­ა­ში კვლავ რჩე­ბა ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რომ­ლე­ბიც ში­შის მი­უ­ხე­და­ვად თა­ვა­დაც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმ ფაქ­ტით, რომ წი­თელ წო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბულ ქვე­ყა­ნა­შიც კი ნაკ­ლე­ბია პა­ნი­კა. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით იტა­ლია მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა ჩი­ნე­თის შემ­დეგ.

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ იტა­ლი­ე­ლებ­მა ის ნორ­მე­ბი არ და­იც­ვეს, რაც ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მალე გავ­რცელ­და COVID-19.

58 წლის ნანი უკვე 7 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია:

“გა­რეთ მარ­ტო საჭ­მლის სა­ყიდ­ლად თუ გავ­დი­ვარ. სი­ტუ­ა­ცია მარ­თლა კრი­ტი­კუ­ლია. რა მო­უ­ვათ ცოტა ხანს სახ­ლში რომ დარ­ჩნენ?! მი­ლა­ნი­დან სამ­ხრეთ­ში გა­იქ­ცნენ და ყველ­გან გა­ავ­რცე­ლეს ვირუ­სი. ძა­ლი­ან კარ­გად მო­იქ­ცა მთავ­რო­ბა, რომ ჩა­კე­ტა ქვე­ყა­ნა და წი­თელ ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და.

დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ ხალ­ხმა თუ არ შე­ვუ­წყვეთ ხელი, ისე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან. მერე ვლან­ძღოთ მთავ­რო­ბა, თავს ვერ აბა­ვენ ვე­რა­ფერ­სო. ჩი­ნე­ლებ­მა გვა­ჯო­ბეს ყვე­ლა­ნა­ი­რად!” – უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავს  რეს­პონ­დენ­ტი.

“უდარ­დე­ლე­ბი რომ არი­ან, მა­გან მი­იყ­ვა­ნა იტა­ლია კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე, რა­საც ტკი­ვი­ლამ­დე გან­ვიც­დი. გუ­შინ RAI-ზე ასე­თი კი­თხვა და­უს­ვეს პრო­ფე­სორს – სექ­სი თუ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის დრო­სო… ქვე­ყა­ნა ექ­ცე­ვათ და რაზე ფიქ­რო­ბენ… მე სამ­ხრეთ­ში ვცხოვ­რობ და ეს სამი დღეა ჩემი პა­ტა­რა ქა­ლა­ქიც ძა­ლი­ან მი­ყუჩ­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სამ­ხრეთ­ში კა­რან­ტი­ნი არ გვქონ­და. კვი­რა სა­ღა­მოს ცენ­ტრი სულ გა­დავ­სე­ბუ­ლია ხოლ­მე ხალ­ხით და ახლა იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ­დი ვინ­მეს, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდებს” – გვე­უბ­ნე­ბა კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტი, სა­ხე­ლად ქეთი.

ლელა ახვლე­დი­ა­ნი 13 წე­ლია იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს, ამ­ჯე­რად ქა­ლაქ სა­ლერ­ნო­შია. ამ­ბობს, რომ მის ქა­ლაქ­ში და რე­გი­ონ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მა­ინც გამ­კაც­რე­ბუ­ლია:

“და­ი­კე­ტა აუ­ზე­ბი, კი­ნო­ე­ბი, თე­ატ­რე­ბი, ეკ­ლე­სი­ე­ბი და ზო­გა­დად თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა პა­ნი­კა მა­ინც არ არის.

გუ­შინ დი­ლით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვე­დი სუფ­თა ჰა­ერ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ, სა­ნა­პი­რო­ზე სხვე­ბიც ვარ­ჯი­შობ­დნენ, არა­ვის მივ­სალ­მე­ბი­ვარ, არა­ვინ მომ­სალ­მე­ბია, ყვე­ლა თა­ვი­სი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

კვი­რას პო­ლი­ცია და კა­რა­ბი­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ პირ­ბა­დე­ე­ბით და ამოწ­მებ­დნენ მი­ლა­ნი-სა­ლერ­ნოს რე­ი­სით გა­მო­პა­რულ ხალ­ხს, კონ­ტრო­ლი იყო მა­გათ­ზე. საკ­ვე­ბით სავ­სეა ქა­ლა­ქი და ზო­გა­დად სიმ­შვი­დეა.

Salerno today-ის ამ წუ­თის ინ­ფორ­მა­ცია ასე­თია: კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კამ­პა­ნი­ის რე­გი­ონ­ში არის 128, მათ­გან 2 მძი­მეა და 4 გარ­დაც­ვლი­ლი. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, იტა­ლია გა­მო­ცხად­და “წი­თელ ზო­ნად”, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა, სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ ეს ით­ვა­ლის­წი­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის სიმ­კაც­რეს. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა სულ მცი­რე 1 მეტ­რამ­დე მან­ძი­ლის დაც­ვა მომ­ხმა­რებ­ლებ­თან და გამ­ყიდ­ველ­თან” – ჰყვება ლელა ახვლე­დი­ა­ნი.

მა­ნა­ნა სოფ­რო­მა­ძე ოთხი შვი­ლის დე­დაა ქუ­თა­ი­სი­დან. რომ­ში წლე­ბია ცხოვ­რობს, ამ­ბობს, რომ სა­ბუ­თის გა­რე­შე უკვე ქა­ლა­ქი­დან ვე­ღარ გახ­ვალ.

“ეპი­დე­მია ვულ­კა­ნი­ვით გან­ვი­თარ­და. 14 ქა­ლა­ქი იყო წი­თელ ზოლ­ში, დღე­ი­დან კი მთლი­ა­ნად იტა­ლია კა­რან­ტინ­შია. 3 აპ­რი­ლამ­დე შე­წყვე­ტი­ლია სწავ­ლა სკო­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მით მუ­შა­ობს. ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი, მაგ­რამ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში კონ­ტრო­ლის და და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე არ ხდე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა. აქამ­დე ზუს­ტად მოძ­რა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია ეპი­დე­მი­ის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა.

მე მაგ­რად ვდგე­ვარ, უფ­ლის იმე­დად ვარ, ვი­ცავ წე­სებს და ვუმკლავ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს. არ მა­ვი­წყდე­ბა რომ ქარ­თვე­ლი ვარ! 12 წე­ლია აქ ვარ და ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, მჯე­რა ეს გან­საც­დე­ლი გა­ივ­ლის” – ამ­ბობს მა­ნა­ნა სოფ­რო­მა­ძე.

ნონა იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 2019 წლის ზა­ფხულ­ში წა­ვი­და, იმე­დი ჰქონ­და, რომ იმუ­შა­ვებ­და და მარ­ტო­ხე­ლა დედა ორი შვი­ლის­თვის ბი­ნის ყიდ­ვას შეძ­ლებ­და. მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი მძი­მედ გან­ვი­თარ­და და ახლა პა­ნი­კა­შია…

“მე კას­ტე­ლა­ნე­ტა­ში ვარ და წუ­ხელ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბაც აგ­ვეკ­რძა­ლა, იმი­ტომ რომ და­ვირუ­სე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან ხალ­ხი სხვა ქა­ლაქ­ში გარ­ბო­და და ასე მო­ე­დო მთელ იტა­ლი­ას.

ჩემს ქა­ლაქ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცე­ბი არი­ან. მე სა­დაც ვარ, არ­ცერ­თი მა­ღა­ზია არ არის და­კე­ტი­ლი, გარ­და ჩი­ნე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა. ოჯა­ხი სა­დაც ვმუ­შა­ობ, გა­რეთ გას­ვლას არ მიშ­ლის, მაგ­რამ მხო­ლოდ წე­სე­ბის დაც­ვით.

მკაც­რად გვაქვს აკ­რძა­ლუ­ლი – ადა­მი­ა­ნებ­მა ერთი მეტ­რის დის­ტან­ცია უნდა და­ვიც­ვათ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ქა­ლაქ მოლ­ფეტ­შია და რო­გორც ვიცი, იქ უფრო მე­ტია პა­ნი­კა, შე­ში­ნე­ბუ­ლი მწერს ყო­ველ­დღე, რომ და­ვიც­ვა წე­სე­ბი და სახ­ლი­დან არ გა­ვი­დე. ძა­ლი­ან რთუ­ლია ახლა ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, როცა წა­მო­სას­ვლე­ლად ვალი ავი­ღე და ჯერ კი­დევ ვის­ტუმ­რებ… არ ვიცი, ჯერ­ჯე­რო­ბით აქ ვრჩე­ბი”, – ამ­ბობს ნონა.

კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტი ლელა თო­ლორ­და­ვა ვრცლად გვიყ­ვე­ბა იტა­ლი­ა­ში ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ:

“მე ვიმ­ყო­ფე­ბი ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში, პი­ზის პრო­ვინ­ცი­ის ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში. აქ თით­ქმის ორი წე­ლია ვარ, მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი რეჯო კა­ლაბ­რი­ა­ში. ჩვენს რე­გი­ონ­ში აქამ­დე არ იყო პა­ნი­კა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გუ­შინ სა­ღა­მოს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ­მა მთე­ლი იტა­ლია გა­მო­ა­ცხა­და წი­თელ ზო­ნად, შე­შინ­და ხალ­ხი. მე ჩემი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე ვამ­ბობ.

დი­ლა­ად­რი­ან ბე­ბოს სიძე გა­იქ­ცა (ასე იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში დღემ­დე მხო­ლოდ შა­ბათ სა­ღა­მოს მი­დი­ო­და ცოლ-ქმა­რი) დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში პრო­დუქ­ტე­ბის მო­სა­მა­რა­გებ­ლად. ასე მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ალ­ბათ სხვე­ბიც, რად­გან ში­შო­ბენ პრო­დუქ­ტე­ბის დახ­ლე­ბი არ და­ცა­რი­ელ­დეს.

ახლა როცა მთე­ლი იტა­ლია “გა­წით­ლდა”, შე­სა­ბა­მი­სად პა­ნი­კის მას­შტა­ბიც გა­ი­ზარ­და. ხალ­ხი ბუ­ნებ­რი­ვია ში­შობს, ელ­ვის უს­წრა­ფე­სად იზ­რდე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მსხვერ­პლი. სწო­რედ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ამ ტემ­პმა გა­მო­იწ­ვია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მის გარ­და სახ­ლი­დან არა­ვინ არ უნდა გა­ვი­დეს. სამ­სა­ხურ­ში, ექიმ­თან და სუ­პერ­მარ­კეტ­ში წას­ვლა არა­ვის ეკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა წე­სე­ბის დაც­ვით, ერთი მეტ­რის დის­ტან­ცია უნდა და­იც­ვა, ხელი არა­ვის ჩა­მო­არ­თვა, არ გა­და­კოც­ნო.

იტა­ლი­ე­ლე­ბი კოც­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხია, შეხ­ვედ­რი­სას ორი­ვე ლო­ყა­ზე კოც­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ეს მათ ქცე­ვა­ში ისე არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ გა­უ­ჭირ­დე­ბათ ახლა

ჩე­მამ­დე არ მო­სუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია, შე­ე­ყა­რა თუ არა ვირუ­სი ჩვე­ნე­ბუ­რებს, აქ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვს აცხა­დე­ბენ, ეროვ­ნე­ბას – არა. ეს მიდ­გო­მა ძა­ლი­ან მომ­წონს, ვირუ­სი არ გა­ნას­ხვა­ვებს ეროვ­ნე­ბას. აქ მე­დია არ აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას ქარ­თუ­ლი მე­დი­ის მსგავ­სად – ვის შე­ე­ყა­რა ვირუ­სი, რა პრო­ფე­სი­ის არის, რა ეროვ­ნე­ბის, რა პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სის.

ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ვდგა­ვართ საფრ­თხის წი­ნა­შე. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სი ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ი­დან გავ­რცელ­და, აქაც იქ­ნე­ბი­ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. ახლა სა­ჭი­როა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ვი­აზ­როვ­ნოთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად, დღეს იტა­ლია ისე­ვე მე­კუთ­ვნის მე, რო­გორც იტა­ლი­ელს, ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ ერ­თმა­ნე­თი. და­ვე­მორ­ჩი­ლოთ აკ­რძალ­ვებს და დავ­რჩეთ სახ­ლში.

ახლა, რო­გორც არას­დროს, დე­და­მი­წა გა­და­იქ­ცა ერთ დიდ სახ­ლად, სა­დაც პირ­ველ ნო­მერ პრობ­ლე­მად და­სა­ხელ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი

პი­რა­დად მე ჩემი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­დაც თით­ქმის სულ სახ­ლში ვარ, 24 სა­ა­თი­ან მომ­ვლე­ლად ვმუ­შა­ობ, დღე­ში 2 სა­ა­თი მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ახლა ისიც სახ­ლში უნდა გა­ვა­ტა­რო. გა­ფიქ­რე­ბაც კი არ მინ­და, ჩემი მი­ზე­ზით ამ ოჯახ­ში ვინ­მეს ვირუ­სი რომ გა­დავ­დო და მით უფრო მო­ხუცს, მისი ასა­კის და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე ვი­მა­რა­გებთ, სას­მე­ლი წყა­ლიც მო­მა­რა­გე­ბუ­ლი გვაქვს. ასე იქ­ნე­ბა თით­ქმის ყვე­ლა ოჯა­ხი. ჩვენ­ზე ნუ იდარ­დებთ, მარ­თა­ლია “წი­თელ ზო­ნა­ში” ვართ ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ ამ “შავ ჭირ­საც” გა­ვუძ­ლებთ. წლო­ბით უნა­ხა­ვი შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბას გა­ვუ­ძე­ლით და კო­რო­ნა­ვირუ­სი რას დაგ­ვაკ­ლებს?!” – ამბობს ლელა თო­ლორ­და­ვა.

ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თმა­ნეთს ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბას უგ­ზავ­ნი­ან, სა­დაც ქარ­თულ ენა­ზე ქა­ლის ხმა აძ­ლევთ გაფრ­თხი­ლე­ბას და აუ­ცი­ლე­ბელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად.

 

წყარო: www.ambebi.ge

onalem

ტესტ