fbpx
საზოგადოება

ათენი: რა შეიძლება იყოს თავდამსხმელი ქალის შეცდომა, რომლითაც პოლიცია მის კვალზე გავა?!

პოლიციის ოფიცრები ცდილობენ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ იოანა პაპასპირუზე თავდასხმის საქმეს, რომელსაც გასულ კვირას სახეში მჟავა შეასხეს. გოგონას განადგურებული აქვს სახე, განსაკუთრებით მარცხენა მხარე, ასევე დამწვარი აქვს ხელები.

ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ვარაუდი, თუ ვის და რის გამო შეიძლებოდა, რომ იოანასთვის ასეთი სისასტიკე გაეკეთებინა. პოლიცია იძიებს ბოლო 5 წლის მოვლენებს და ოფიცრები შეეცდებიან კიდევ ერთხელ გაესაუბრონ დაზარალებულს, თუმცა, მას ძალას არ ატანენ, შოკური მდგომარეობის გამო.

ახლა გამოძიებას აქვს კიდევ ერთი გზა და ხელჩასაჭიდი, რომელსაც თავად მჟავა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ეს არის ნითიერება, რომლის მოპოვებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მას ვერ შეიძენთ ვერც აფთიაქში და ვერც მარკეტებში. ამიტომ, თავდამსხმელ ქალს ბევრი უნდა “ემუშავა” მის საშოვნელად.

პოლიცია ამბობს, რომ სწორედ მჟავა შეიძლება იყოს მისი შეცდომა და ამ შეცდომის საშუალებით მის კვალზე გავიდნენ. ახლა იძიებენ, თუ საიდან არის შესაძლებელი მწველი ნივთიერების მოპოვება, რათა შემდეგ უკვე დეტალურად მიჰყვნენ მოვლენებს.

იოანას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ თავდამსხმელი ქალი მის სამუშაო გარემოს კარგად იცნობდა, ხოლო მისი ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტი შეკვეთილი საქმეც შეიძლებოდა ყოფილიყო, ერთგვარი კონტრაქტი, რომელიც სხვისი ხელით შესრულდა, რეალური დამნაშავე კი სრულიად სხვა პირი იყოს.

იოანა პაპასპირუ თავდასხმამდე

onalem

ტესტ