fbpx
პოლიტიკა

“არა” თურქეთისთვის საბრძოლო ხომალდების მიყიდვას – 35-მა კონგრესმენმა ბაიდენს ოფიციალური წერილი გაუგზავნა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 35-მა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ბაიდენს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომლითაც ითხოვენ, რომ ამერიკამ თურქეთისთვის საბრძოლო ხომალდების, F-16-ების გაყიდვას “ბლოკი” დაადოს.

წერილში აღნიშნულია, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც სამხედრო დანაშაულებს ჩადის და მისი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ქმედებებსა და განცხადებებს ნატოს საწინააღმდეგოს უწოდებენ.

ასევე, კონგრესმენები წერენ, რომ ერდოღანი წმინდა პირად ინტერესებს ემსახურება და არ მოქმედებს ზოგადად, ალიანსის სასარგებლოდ. მისი რეჟიმი არღვევს ადამიანის უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ვეტოზე, რომელიც თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით გამოიყენა.

“ერდოღანის საგანგაშო ტაქტიკა ეწინააღმდეგება ნატოს ალიანსის ინტერესებს და არ მოქმედებს მის სასიკეთოდ. მან წარსულში გამოიყენა ამერიკული ტექნიკა სამხედრო დანაშაულების ჩასადენად, მათ შორის, სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვა ერაყში, სირიასა და მთიან ყარაბაღში. მათ ასევე არაერთხელ გამოიყენეს სამხედრო იარაღი კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტის დასარღვევად,” აღნიშნულია კონგრესმენთა მიერ.

onalem

ტესტ