თესალონიკის ცენტრში მამაკაცი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა
გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია, თუმცა, წინასწარი ვარაუდით, საქმე სუიციდთან გვაქვს.
საუბარია 79 წლის მამაკაცზე, რომელიც ერთ-ერთი ბიზნესდაწესებულების მეპატრონე იყო.
ვრცელდება კადრები შემთხვევის ადგილიდან: