ათენის აეროპორტში 38 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საკუთარი ცოლი მოკლა
ინტერპოლმა ათენის აეროპორტში 38 წლის ავღანელი მამაკაცი დააპატიმრა, რომელმაც საკუთარი ცოლი მოკლა საფრანგეთში.
ფრანგული მედიის განცხადებით, მამაკაცის სახელია რაფიდი. იმავე წყაროს ინფორმაციით, მისი 34 წლის ცოლი განსაკუთრებული სისასტიკითაა მოკლული.
RES-ის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცს ორშაბათს გადაიყვანენ პროკურატურაში. ამავე დროს, Le Parisien-ის განცხადებით, მკვლელობის საქმეს საფრანგეთში გამოიძიებენ.
ქალი გასულ სამშაბათსაა მოკლული. მას სხეულზე უამრავი ჭრილობა აქვს მიყენებული დანით.
მთელი ეს პერიოდი, ფრანგული პრესა ინტენსიურად აშუქებს მკვლელობის საქმეს. შედეგად, გუშინ, ათასობით ქალი, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი და უბრალო მოქალაქეები გარდაცვლილი ქალისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.
À #besançon, une centaine de personnes est descendue dans la rue pour rendre hommage à Razia, tuée par son mari en pleine rue. Reportage @europe1 demain matin #E1weekend pic.twitter.com/zWCmT7fMfg
— Charlotte Baechler (@Chach_Bchlr) November 2, 2018