მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ საქართველოში!
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში იყო.
თბილისში 22:40 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი აზერბაიჯანში დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
5,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 25 კილომეტრის სიღრმეზე საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო.
მიწისძვრას საქართველოში მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.