fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ელექტრონული ბარათების გაცემა 5 ნოემბრამდე გაგრძელდება

როგორც ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაოს მავრაგანისმა, ტელეკომპანია ANT-ს განუცხადა, ელექტრონული ბარათების გაცემა 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მათთვს ვინც მონაცემები ონლაინში შეავსო, ბარათები ფოსტით სახლში შევსებიდან სამი დღის მანძილზე გადაეგზავნებათ. ამ ოპერაციის განხორციელება კი 10 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

მავრაგანისმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, დიდი ოჯახები, მოხუცები, სტუდენტები და ჯარისკაცები, რომლებიც იყენებდნენ ნახევარ ბილეთს, ამ შემთხვევაში გამონაკლისები არიან.

მისი თქმით, 1 ნოემბრიდან ქაღალდის ბილეთები მოქმედებაში აღარ იქნება. ამჟამად გასაცემია კიდევ 100,000 ელექტრონული ბარათი.

onalem

ტესტ