fbpx
საბერძნეთი

ზომების მოხსნის ახალი გეგმა მთავრობის მაგიდაზე – რას აპირებს კირიაკოს მიცოტაკი?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის მთავრობას ახალი გეგმის მონახაზი აქვს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდება.

რას აპირებს კირიაკოს მიცოტაკი და როგორ გამოიყურება ზომების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა?!

მომდევნო ეტაპზე განიხილება დანარჩენი სკოლების გახსნის საკითხი, საუბარია საშუალო და უმაღლეს სკოლებზე. მათი ამუშავება მოსალოდნელია 25 იანვარს ან თებერვლის დასაწყისში.

პარასკევს ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე შეაფასებენ, რამდენად უსაფრთხო იქნება ზამთრის კურორტების გახსნა და თუკი პროფესორები გადაწყვეტენ, კურორტები უახლოეს მომავალში გაიხსნება. თუმცა, მათი ამუშავების შემთხვევაში, გადაადგილება მუნიციპალიტეტებს შორის დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური ჯავშნის ქონის შემთხვევაში, ზოგადად, მსგავსი გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

რაც შეეხება კაფე-ბარებს, ტავერნებსა და რესტორნებს, აღნიშნული დაწესებულებები ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, კორონავირუსის გავრცელების მხრივ და სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ კირიაკოს მიცოტაკი მათი გახსნის გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს.

 

onalem

ტესტ