fbpx
საზოგადოება

ტრაგედია სერესში: 1 წლის ბავშვის სახლში არ ყოფნა ვერ შენიშნეს, შემდეგ კი წყლის არხში გარდაცვლილი იპოვეს

ტრაგედია სერესში, კერძოდ ირაკლიას ტერიტორიაზე მოხდა. წყლის არხში 1 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ამბავთან დაკავშირებით დაკავებულია მისი ბიძა, ბაბუა და არასრულწლოვანი და. მათ მცირეწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედებათ ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ბოშური წარმოშობისაა და გარდაცვლილი ბავშვის დედ-მამა ციხეში სასჯელს იხდის. თუ რისთვის, ცნობილი არ არის. მათი დაკავების შემდეგ თვეების ბავშვზე ზრუნვა ბაბუას, ბიძასა და დას ევალდებოდათ.

ბიჭის სახლში არ ყოფნა სწორედ მისმა დამ შუაღამისას შენიშნა და მაშინვე მისი ძებნა დაიწყეს. ასევე შეატყობინეს პოლიციას. საბოლოოდ,  მცირეწლოვანი დღეს დილით სახლთან ახლოს მდებარე წყლის არხში სხვა ნათესავმა გარდაცვლილი იპოვა.

ჩატარდება ექსპერტიზა სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად, თუმცა, სავარაუდოდ, ბავშვი წყალში დაიხრჩო.

უჩვეულოა, თუ როგორ ვერ მიხვდნენ, რომ ამ ასაკის ბავშვი სახლში არ იმყოფებოდა და როგორ გაქრა ოჯახის წევრების თვალთახედვის არედან.

 

onalem

ტესტ