fbpx
საბერძნეთი

“საშობაო კალათი” საბერძნეთში 13 დეკემბრიდან – რომელი პროდუქტები იქნება დაბალ ფასებში?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, “საშობაო კალათი” წლევანდელ დღესასწაულებზეც იმოქმედებს და როგორც ირკვევა, ძალაში შედის 13 დეკემბრიდან. აღნიშნული ინიციატივა იმოქმედებს 2024 წლის 3 იანვრის ჩათვლით, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროდუქტები საშობაოდ შედარებით დაბალ ფასში შევიძინოთ.

როგორც ტელეკომპანია Alpha იუწყება, “საშობაო კალათში” შევა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ინდაური, საქონლის ხორცი, საშობაო ღვეზელი (ვასილოპიტა), ასევე, ტკბილეულიდან შოკოლადი და ა.შ.

“საშობაო კალათის” მოქმედების მიზანია პოპულარული სადღესასწაულო პროდუქტებსა და კერძებზე ფასების შემცირება, რადგან ძირითადი პროდუქტები ისედაც გაძვირებულია და მოსახლეობას საშობაო სუფრის გაწყობა წინა წელთან შედარებით საკმაოდ გაუჭირდება.

“კარგი მოლოდინები გვაქვს, ველოდებით ფასების გამოცხადებას და გვინდა ვნახოთ, თუ კონკრეტულად რა პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი. ვიმედოვნებთ, რომ შემოთავაზებები იქნება კარგი,” ამბობენ მოქალაქეები.

onalem

ტესტ