fbpx
საბერძნეთი

12 დეკემბრიდან მაღაზიების სადღესასწაულო გრაფიკი საბერძნეთში – ისინი ღია იქნება კვირა დღეებშიც

12 დეკემბრიდან საბერძნეთში მაღაზიები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ, რაც სადღესასწაულო პერიოდს უკავშირდება. წლის ამ ყველაზე მშვენიერ და ბრჭყვიალა დღესასწაულზე უამრავი ადამიანი ცდილობს, რომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საჩუქარი გაუკეთოს, შესაბამისად, მაღაზიები უფრო მეტი საათით იქნება ღია, ვიდრე ჩვეულებრივ.

კერძოდ, 12 დეკემბრიდან მაღაზიები კვირის სამუშაო დღეებში ღია იქნება 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმუშავებენ კვირა დღეებშიც, კონკრეტულად, 17, 24 და 31 დეკემბერს და ამ დღეებში ღია იქნებიან 11:00-დან 18:00 საათამდე.

ოფიციალურად უქმე დღეებია შობა და შობის მეორე დღე, 25 და 26 დეკემბერი. ასევე, 1-ლი იანვარი. როგორც გრაფიკზეა მოცემული, მაღაზიები 2 იანვარსაც დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ