fbpx
საზოგადოება

საკუთარ დამლაგებელს 20 ევროს მოპარვისთვის უჩივლა, შემდეგ კი ქვეყნიდან წასვლას აიძულებდა

პოლიციის ყოფილმა შეფმა, ტასოს პანაიოტუმ, საკუთარ დამლაგებელს 20 ევროს ქურდობის გამო უჩივლა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ როგორც კვიპროსელი მამაკაცი ამტკიცებს, სამი 20 ევროიანი სახლში გამოსაჩენ ადგილას დადო, ხოლო შემდეგ თავისი დამლაგებლის ლეიბის ქვეშ ერთი 20 ევროიანი იპოვა. 23 წლის დამხმარე გოგონა სახლში მასთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან საზოგადოებისთვის დაუჯერებელი იყო 20 ევროს გამო სასამართლოში ჩივილი.

23 წლის გოგონა თავიდან დააკავეს და გათავისუფლებისთვის მას 5.000 ევროს ოდენობით გირაო მოსთხოვეს. ცხადია, მას ეს თანხა არ ჰქონდა, რის შემდეგაც, რაოდენობა 500 ევრომდე შეუმცირეს და ციხე დატოვა. ცნობილია, რომ ის ინდოეთიდან არის და ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მას უმუშევრობის გამო სხვა შინა მოსამსახურეები ეხმარებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამაკაცმა თანხმობა განაცხადა, გამოეტანა საჩივარი იმ შემთხვევაში, თუკი 23 წლის ინდოელი კვიპროსს დატოვებდა, ასევე მზად იყო ეყიდა მისთვის გამგზავრების ბილეთიც და დაეფარა ყველა ხარჯი.

 

onalem

ტესტ