fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთში მაისიდან ელექტრო ენერგიის ტარიფები მცირდება – ნახეთ კომპანიების შემოთავაზებები

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ელექტრო ელერგიის მომმარაგებელმა კომპანიამ საკუთარი ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, აღნიშნულს გამოეხმაურნენ სხვა კომპანიებიც.

მაისის თვიდან ელ. ენერგიის მოხმარების საფასური მცირდება და გთავაზობთ გრაფიკს, რომელიც აღწეს საბერძნეთში არსებული კომპანიების ტარიფებს:

ΔΕΗ: 15,9 ცენტი კილოვატ საათში 500 კილოვატ საათამდე მოხმარებისთვის (აპრილში ეს ტარიფი 16,5 ცენტია) და 17,1 ცენტი 500 კილოვატ საათზე მეტის მოხმარებისთვის (ახლა 17,7 ცენტია). ღამის სპეციალური ტარიფი იქნება 11,8 ცენტი, აპრილის თვის 12,4 ცენტიდან.

Protergia სახლის ღირებულება: 13,96 ცენტი კილოვატ საათში (14 ცენტიდან)
ΗΡΩΝ: 18,7 ცენტი კილოვატ საათში
Elpedison : 12,5 ცენტი კილოვატ საათში (უცვლელი)
NRG: 14 ცენტი კილოვატ საათში (16.4 ცენტიდან)
Watt&Volt: 13,96 ცენტი კილოვატ საათში (14 ცენტიდან)
Hellenic Energy Company MAXI Free: ბუნებრივი გაზი 13,9 ცენტი კილოვატ საათში (უცვლელი)
Volterra: 18,8 ცენტი კილოვატ საათში (უცვლელი)
Zenith: 11,5 ცენტი კილოვატ საათში (11,9 ცენტიდან)
Volton: 16,63 ცენტი კილოვატ საათში (17,26 ცენტიდან).

onalem

ტესტ