fbpx
ემიგრაცია

საქართველომ უკან 3.500-ზე მეტი ქართველი დააბრუნა, საბერძნეთმა კი 1.200 ბერძენი

საბერძნეთი და საქართველო აქტიურად მუშაობენ, რათა თავიანთი მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხო ქვეყნებში ჩარჩნენ, სამშობლოებში დააბრუნონ. როგორ მუშაობს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ, როცა საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება?!

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში 1.200 ბერძენი დააბრუნეს უკან სპეც-რეისებით, შემდეგი ქვეყნებიდან: მაროკო, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი, საქართველო, ჩეხეთი, კვიპროსი, სერბეთი.

რაც შეეხებათ ქართველებს, მხოლოდ ორი რეისით, საბერძნეთიდან და გერმანიიდან, 300 მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო საერთო ჯამში სამშობლოში დაბრუნებულ ქართველთა რაოდენობა 3.500-ზე მეტია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს საკუთარი თანამემამულეების უკან დასაბრუნებლად და სრული დატვირთვით მუშაობს ავიაკომპანიებთან და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველა ქართველს მოუგვარდეს პრობლემა და უკან დაბრუნდეს.

უკვე განხორციელდა ორი ფრენა 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა „ეგეოსის ავიახაზებმა“ და ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ფრენების მომავალ განრიგზეც ისაუბრა, კერძოდ:

  • 26 მარტს შესრულდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით,
  • 31 მარტს დაგეგმილია ფრენა თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით,
  • 3 აპრილს შესრულდება რეისი თბილისი-ვარშავა–თბილისის მიმართულებით,
  • 7 აპრილის დაგეგმილია მგზავრების გადაყვანა თბილისი–ათენი–თბილისის მიმართულებით,
  • 10 აპრილს შესრულდება რეისი ლარნაკა–თბილისის მიმართულებით. 

ზალკალიანის თქმით, ამ განრიგით განსაზღვრულ ფრენებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.

რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, მინისტრის ინფორმაციით, კომპანია Georgian Airways-ს თბილისი-ვენა–თბილისის მიმათულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეისი ვენაში, რომელიც კორონავირუსის გამო გაუქმდა.

ზალკალიანის თქმით, ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილზე ვენასა და ამსტერდამში, სამშობლოში დაბრუნდნენ.

“სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. რაც შეეხება შემდეგ ფრენებს, ამ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. ბილეთები გაიყიდება თავისუფლად და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განთავსება მოხდება საჭადრაკო დაფის პრინციპით.

ყოველი რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე წინასწარ განთავდება საგარეოს საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ (Georgian Airways) ვებ-გვერდზე.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერის მითითებით, ამ რეისებზე ნებისმიერი კლასის ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს, ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული და, რა თქმა უნდა, გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამ რეისებისა, ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა სხვა საჰაერო ფრენების გრაფიკებზეც, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს.

onalem

ტესტ