fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

71 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვი 892-მდე გაიზარდა

ინფექციონისტ სოტირის ციოდრასის ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი სტაბილურად იზრდება. ჯანდაცვის სისტემას პაციენტთა ამ რაოდენობასთან გამკლავება თავისუფლად შეუძლია, ვინაიდან არ არის საჭირო თითოეულის ჰოსპიტალიზაცია.

საერთო ჯამში ქვეყანაში ოფიციალურად ვირუსით დაავადებული 892 პაციენტია.

ამასთანავე, დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი, რამაც გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაზარდა.

მართვით სუთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში 54 პაციენტია მოთავსებული.

 

onalem

ტესტ