fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 84 წლის მოხუცი წყლის არხში გადააგდო

ლამიას სოფლის, სტავროს მაცხოვრებლები შეშფოთებულები არიან ამბით, რომელიც გუშინ საღამოს სასაფლაოს გვერდით მოხდა. სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ვაჟთან ერთად, სასაფლაოზე მივიდა, რათა ახლობლის სულისთვის სანთელი აენთოთ.

ირკვევა, რომ ბიჭმა ქალის ყვირილი გაიგონა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როცა ხმას გაჰყვნენ, მივიდნენ წყლის არხთან და დაინახეს, რომ 84 წლის ქალი შიგ იყო ჩავარდნილი და სისხლი სდიოდა. მათ სასწრაფოდ გამოიძახეს დახმარება და ჩატარდა სპეციალური ოპერაცია ქალის ამოსაყვანად, რადგან საკმაოდ შორს იყო.

როგორც მოხუცმა პოლიციას უთხრა, წყლის არხში საკუთარმა თანასოფლელმა, 63 წლის ქალმა გადააგდო, რომელთანაც პირადი უთანხმოება ჰქონდა, მანამდე კი ქვებიც კი დაუშინა.

ამ დროისთვის 63 წლის ქალი დაკავებულია. ის აცხადებს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, მაგრამ ამ დრომდე მისი ნათქვამი არ დასტურდება.

84 წლის მოხუცი დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული, დაკავებულს კი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ