fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი ქუჩაში მიატოვა

შემთხვევა პატრასში მოხდა. როგორც ცნობილია, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მთელი დღის მანძილზე ქალაქში მარტო დადიოდა. ერთ-ერთი მათგანი 4 წლის გოგონა, ხოლო მეორე 2 წლის ბიჭი.

ბავშვები ხშირად ხვდებოდნენ სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში, მაგალითად გზებზე და ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა ისინი ფიზიკურად დაშავებულიყვნენ. სწორედ ამიტომ გამოიძახეს ადგილობრივებმა პოლიცია.

ამ დროისთვის დაკავებულია 34 წლის ქალი, მათი დედა, რომელიც, როგორც ოფიცრები იტყობინებიან, ბოშაა და არ გაუკეთებია ახსნა-განმარტება, თუ რატომ მიატოვა 2 და 4 წლის შვილები ქუჩაში ბედის ანაბარად.

სასამართლო გადაწყვეტს ჩამოერთვას თუ არა ქალს ბავშვებზე მეურვეობა.

onalem

ტესტ