fbpx
საბერძნეთი

რა ვითარება იყო დღეს ათენის ცენტრში: 6 დაკავებული და დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

დღეს ათენის ცენტრში პოლიციასა და საბერძნეთის კომუნისტური პარტიის (ΚΚΕ) წევრებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან მათ აკადიმიის ტერიტორიაზე შეკრება გადაწყვიტეს. თავი მოიყარა 200-მდე ადამიანმა და ომონიისკენ დაიწყეს სვლა.

ირკვევა, რომ დაპირისპირებას მოჰყვა 6 ადამიანის დაკავება, პოლიციას კი ცრემლსადენი გაზის და ძალის გამოყენება დასჭირდა დემონსტრანტების პროტესტის ჩასახშობად.

შეგახსენებთ, რომ მიხალის ხრისოხოიდისმა დღევანდელ დღეს სასტიკად აკრძალა ნებისმიერი სახის მსვლელობა, სწორედ ამიტომ გადაიზარდა შეკრება დაპირისპირებაში.

 

 

 

onalem

ტესტ