fbpx
საბერძნეთი

ათენი: 300 ევროიანი ჯარიმა ქალს, რომელიც “პოლიტეხნიოსთან” ყვავილის დასადებად მივიდა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ათენში წარმოუდგენელი რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული, გარკვეული ეპიზოდები მაინც დაფიქსირდა.

ირკვევა, რომ 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს ქალს, რომელიც “პოლიტეხნიოსთან” ყვავილის დასადებად მივიდა. მას 13033-ზე ფიცრი 6 ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა, ჯარიმა მაინც გამოუწერეს.

თავად ქალი აცხადებდა, რომ ΟΑΕΔ-ის თანამშრომელია და სამსხურიდან წამოსვლისას “პოლიტეხნიოსთან” ყვავილის დადება სურდა, ამას კი, ყოველ წელს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს იკრძალებოდა ნებისმიერი სახის შეკრებები და მსვლელობები, დაკეტილი იყო პატისიონის გამზირი და სიტუაციას აკონტროლებდა დაახლოებით 5.000 ოფიცერი.

onalem

ტესტ