fbpx
საბერძნეთი

ლესვოს: 10 წლის ბავშვი ხანძრების გაჩენის ბრალდებით დააკავეს

კუნძულ ლესვოდან წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია – 10 წლის ბიჭი ხანძრების გაჩენის ბრალდებით დააკავეს. ტელეკომპანია ΑΝΤ-ის მიხედვით, ბავშვმა აღიარა, რომ ორი ხანძარი გააჩინა აგია კირიაკის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ბიჭს პოლიციელებმა ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს, მან უპასუხა, რომ მოსწონდა იმის ყურება, როგორ აქრობდნენ მეხანძრეები ცეცხლს და უნდოდა, რომ ხანძარი გამოეწვია და შემდეგ იქ მეხანძრე-მაშველები მისულიყვნენ.

მცირეწლოვნის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რომელსაც არასრულწლოვანთა პროკურორი უხელმძღვანელებს.

როგორც უკვე ცნობილია ლესვოსი იმ კუნძულთაგანია, რომელიც წელს ხანძრებით განსაკუთრებით დაზარალდა.

onalem

ტესტ