fbpx
საბერძნეთი

კვირას საათებს 1 საათით უკან გადავწევთ – 1 საათით მეტი ძილი მათთვის, ვინც ამ დღესაც მუშაობს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ამ კვირის ბოლოს ზამთრის დროზე გადავდივართ. დროის ცვლილების ტენდენცია ჯერ კიდევ ნარჩუნდება და ევროპა როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არ გეგმავს მის გაუქმებას.

კვირას, 29 ოქტომბერს, რაც ამ თვის ბოლო კვირა დღეა, საათებს 1 საათით უკან გადავწევთ. ცვლილება ავტომატურად საათებზე (ტელეფონებში, კომპიუტერებში) მოხდება 04:00 საათზე და აჩვენებს 03:00 საათს. დანარჩენ საათებზე კი შეცვლა არ უნდა დაგვავიწყდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვინც კვირა დღესაც მუშაობთ და სამსახურში წასასვლელად დილით უნდა ადგეთ, 1 საათით მეტს დაიძინებთ.

საბერძნეთში 1 ოქტომბრიდან შეცვლილია ე.წ. “სიჩუმის საათები”, რაც ნიშნავს, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში იკრძალება ნებისმიერი სახის ხმაური, რაც საზოგადოებრივ სიმშვიდეს არღვევს.

ზამთრის გრაფიკი შემდეგნაირად გამოიყურება:

15:30 საათიდან 17:30 საათამდე
ღამით 22:00 საათიდან მეორე დილის 07:30 საათამდე.

ზაფხულის გრაფიკს დავუბრუნდებით 2024 წლის 31 მარტიდან და კვლავ ძალაში იქნება შემდეგი გრაფიკი:

15:00 საათიდან 17:30 საათამდე
ღამით 23:00 საათიდან მეორე დილის 07:00 საათამდე.

აღნიშნულ საათებში აკრძალულია ნებისმიერი სახის ხმაური, რაც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს, ხოლო დარღვევები ისჯება კანონით.

onalem

ტესტ