fbpx
საბერძნეთი

კოშმარს დასასრული აღარ აქვს – ხანძრის ახალი კერა ატიკაში და ევაკუირებული მოსახლეობა

ატიკაში ხანძართან ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს და მდგომარეობა კრიტიკული რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მალაკასაში ახალი კერა გაჩნდა და ეს მეხანძრეებისთვის კიდევ ერთი დიდი თავისტკვილია.

საჰაერო ძალები გამთენიის შემდეგ აქტიურად მუშაობენ. დილის 06:00 საათისთვის შეტყობინება დაეგზავნათ აგია სკეპის, აგია პარასკევის, კაპიტენიას, ვრისაკის, კურემენუს მთის და დროსიას მოსახლეობას, რომ დატოვონ საცხოვრებლები და გაეცალონ იქაურობას.

გასული ღამე ნამდვილი კოშმარი იყო ვარიბობის მოსახლეობისთვის, სადაც დამწვარია უამრავი სახლი.

შეგახსენებთ, რომ დამხმარე ძალები ჩამოსულები არიან საფრანგეთიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან და კვიპროსიდან, რათა ბერძნებს მხარში დაუდგნენ და ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარონ.

 

onalem

ტესტ