fbpx
საბერძნეთი

Jumbo და Plaisio თანამშრომლებს წარმოუდგენელი მიზეზებით ათავისუფლებს – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, Jumbo და Plaisio საკუთარ თანამშრომლებს სხვადასხვა არაადეკვატური მიზეზებით ათავისუფლებს. ამის შესახებ თავად გათავისუფლებული პირები საუბრობენ.

მაღაზიათა ქსელმა, Plasio-მ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა და მიზეზად დაასახელეს შემდეგი: “მუშაობა და შემოსავალი ძალიან დავარდნილია.”

ხოლო Jumbo-ს ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ქალი, დედა, რომელიც სახლში ექიმის რეკომენდაციით იმყოფებოდა და გარკვეული პერიოდი არ მუშაობდა, რისი უფლებაც კანონიერად ჰქონდა.

ირკვევა, რომ სინამდვილეში თითოეული ამ ადამიანის გათავისუფლების მიზეზი იყო მათი სხვადასხვა საპროტესტო აქციებში და გაფიცვებში მონაწილეობა. ვინაიდან კომპანიების აზრით, ეს თანამშრომლები სერიოზულ პრობლემებს ქმნიან სამუშაო გარემოში.

დასაქმებულთა გაერთიანება მათგან თანამშრომელთა სამსახურებში დაბრუნებას ითხოვს.

 

onalem

ტესტ