fbpx
საზოგადოება

ტატიანა სტეფანიდუს განცხადების გამო ცნობილმა კომპანიამ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხსაცმლის მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ, NAK, ტატიანა სტეფანიდუსთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ NAK-ის ხელმძღვანელობა სოციალურ ქსელში წერს.

ირკვევა, რომ ეს ყველაფერი სტეფანიდუს განცხადებას მოჰყვა, რომელშიც თითქოს დიმიტრის ლიგნადისის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდა.

“ნიღაბი მალავს სახეს. ქუდი თმას. მაგრამ მზერა თავისუფალია. ეს არის მზერა, რომელიც საუბრობს, მზერა შიშის, სასოწარკვეთილებისა და მარცხისა,” თქვა სტეფანიდუმ დიმიტრის ლიგნადისის ფოტოზე, რომელიც მისი დაკავების შემდეგ გავრცელდა.

როგორც უკვე ცნობილია, ლიგნადისი ფოტოზე გამოსახულია ქუდითა და პირბადით, ფაქტობრივად, მხოლოდ თვალები უჩანს, სტეფანიდუს კომენტარიც სწორედ ამას მოჰყვა.

ცნობილ ტელეწამყვანს ლიგნადისის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და NAK-მა სწორედ აქედან გამომდინარე გაწყვიტა მის გადაცემასთან თანამშრომლობა.

 

onalem

ტესტ