fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

ციკლონი “ზორბა” პელოპონისოში – მეწყერი, წყალდიდობა, ხალხი ელექტროენერგიის გარეშე

ციკლონმა სამხრეთ და აღმოსავლეთ პელოპონისოს გადაუარა. სტიქიურმა უბედურებამ ბევრი პრობლემა შეუქმნა მესინიას, ლაკონიასა და არგოლიდას.

ჯამში, სამხრეთ და აღმოსავლეთ პელოპონისოზე, სამაშველო ბრიგადამ 55 ზარი მიიღო წაქცეული ხეების მოჭრაზე, 16 ზარი კი, წყლის ამოტუმბვის მოთხოვნაზე.

როგორც მანის მერმა განაცხადა, “მთავარი პრობლემა ციკლონმა ზღვის სანაპიროებს შეუქმნა, სადაც გადაკეტილია გზები, რათა ჭუჭყისგან და ქარიშხლის მიერ გადმოსროლილი მძიმე საგნებისგან გაიწმინდოს ისინი.”

ელექტროენერგიასთან დაკავშირებით კი, მან თქვა, რომ “წაქცეული ხეების გამო, ზოგიერთ დასახლებას არ მიეწოდება დენი, თუმცა DEDDIE-ს კომპანია ინტენსიურად მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე.”

არგოსში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე ადიდდა, რამაც პოლიცია იძულებული გახადა ადგილობრივი მოსახლეობა გამოეყვანათ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით და გადაეკეტა მდინარესთან ახლოს გამავალი გზები და ხიდები.

თავსხმა წვიმამ მსგავსი პრობლემები შეუქმნა მილონს, კეფალარის, კივერის და სკაფიდაკის. პოლიციამ გადაკეტა არგოლიდაში შესასვლელი, არკადიაში კი, მეწყერის და ქვათაცვენის გამო.

 

ამავდროულად, ნეო ეპიდავროსის რამდენიმე ხიდზეც რთული ვითარებაა. ნახეთ ვიდეო:

ანალოგიური სიტუაციაა პილოს მუნიციპალიტეტშიც, ქარიშხალმა და აზვირთებულმა ტალღებმა ზღვის სანაპიროები წალეკა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

იხილეთ მანის და მარათოპილისის ვიდეოები:

 

 

ასევე, იხილეთ ფოტოები მეთონიდან და კორონიდან:

ქარიშხალმა სანაპირო ზოლი წალეკა მესინიაშიც:

სოციალურ ქსელში მომხმარებლები აზიარებენ ვიდეოებს და ფოტოებს სხვადასხვა რეგიონიდან (კრეტა, ლეფკადა, მესინია):

 

 

onalem

ტესტ