fbpx
კრიმინალი

ბერძენი მამაკაცის უნაკლოდ შესრულებული თაღლითობები, რის შედეგადაც 15 მილიონი ევრო მიითვისა

საქმე, რომელსაც ბერძნულ-გერმანული სასამართლო ერთად განიხილავს, ნამდვილად უპრეცენდენტოა. საუბარია ბერძენ მამაკაცზე, რომელმაც ორ გერმანელთან ერთად შეიმუშავა უნაკლო თაღლითური გეგმა, რომლის საშუალებითაც, 15.000.000 ევრო “გამოიმუშავა”.

კერძოდ, 50 წლის ბერძენი თესალონიკში გუშინ დააკავეს. მასზე გაცემული იყო საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი, რადგან გერმანიაში ხალხისგან მოტყუებით თანხებს წლების მანძილზე ითვისებდა. მას ორ თანამხრაზველთან ერთად შემუშავებული ჰქონდა გეგმა და ინვესტორებს ატყუებდნენ, რომ იყვნენ მსხვილი და სერიოზული კომპანიების წარმომადგენლები და მათგან ძვირადღირებულ ინვესტიციებს ითხოვდნენ.

მათ 2015 წლიდან 2019 წლამდე ბიზნესმენებს საერთო ჯამში 15.000.000 ევრო გამოსძალეს, თანხების მითვისების შემდეგ კი უჩინარდებოდნენ.

ბრალდებული ამ დრომდე თესალონიკში, პატიმრობაში რჩება, ვიდრე მისი გერმანიაში ექსტრადაციის საკითხი მოგვარდება.

onalem

ტესტ