fbpx
საზოგადოება

ათენში ვითარება დაიძაბა – დაკეტილია მეტროსადგურთა უმეტესობა

ათენში, ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობის დღესთან დაკავშირებით, აქციები იმართება. პოლიცია ცდილობს დაძაბულობა განმუხტოს, თუმცა, მოვლენებს მოჰყვა დაკავებებიც კი. დაახლოებით 15 ადამიანი გადაიყვანეს ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში.

ირკვევა, რომ დილიდან დაკეტილი სადგურების გარდა, დაიკეტა სხვა მეტროსადგურებიც და შეფერხებულია ტრამვაის მუშაობა, ეგეოს გაჩერებიდან სინდაღმამდე და ვულადან ეგეოს გაჩერებამდე.

კერძოდ, ამ ეტაპისთვის დაკეტილია შემდეგი სადგურები: ომონია, პანეპისტიმიუ, აკროპოლი, სინდაღმა, მონასტირაკი, ვიქტორია, სეპოლია, ატიკი, ევანგელისმოს, მეღარო მუსიკის, პანორმუ, აბელოკიპი, სიგრუ-ფიქს, ნეოს კოსმოს, დაფნი, ეგალეო, ელეონას, კერამიკოს, მეტაქსურგიო, კატო პატისია, აგიოს ნიკოლაოს, თისიო, პეტრალონა, კალითეა.

შეგახსენებთ, რომ ათენის ცენტრის მასშტაბით მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა.

onalem

ტესტ