fbpx
საბერძნეთი

ათენი: ვინ არიან ტერორიზმში ბრალდებული პაკისტანელები – მედია კადრებს ავრცელებს

ბერძნული მედია ავრცელებს პაკისტანელების ფოტოებს, რომელთაც საბერძნეთში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვა ედებათ ბრალად. ისინი არიან 27 წლის ჰაიდერი და 29 წლის ჰუსეინი, ერთი ზაკინთოზე ცხოვრობდა, მეორე კი სპარტის ტერიტორიაზე. ორივე მათგანი ასრულებდა თეირანში მყოფი 30 წლის პაკისტანელის მითითებებს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

ამას გარდა, როგორც მედია იუწყება, პოლიცია კიდევ სამი ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს, ისინი მისი თანამზრახველები არიან და მათი დაკავება მხოლოდ დროის ამბავია.

მათი საუბრები სპეციალური დანიშნულების სამსახურის მიერ უკვე გაშიფრულია, ისინი ლაპარაკობდნენ დახურულ ჯგუფებში, ონლაინ აპლიკაციების საშუალებით. გაირკვა, რომ ურთიერთობა ჰქონდათ კრიმინალებთან, პატიმრებთან, რომლებსაც სხვადასხვა კავშირები ჰქონდათ და იარაღის მოძიება შეეძლოთ, საუბარია როგორც პაკისტანელებზე, ასევე ალბანელებზე.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, საბერძნეთში მყოფი ებრაელები კი, რომლებიც ფსირიში მდებარე სინაგოგას ხშირად სტუმრობდნენ, ბერძნულ მხარეს მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

onalem

ტესტ