fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს ნაშუადღევს, კიფისიის გამზირზე მოხდა. ავტობუსს, რომელიც იმ მომენტისთვის, საბედნიეროდ, მგზავრებს არ ემსახურებოდა, ავარია შეემთხვა.

როგორც ცნობილი გახდა, დაზიანების გამო მძღოლმა გადაწყვიტა მუშაობა შეეჩერებინა და სადგომზე ბრუნდებოდა, მან ერთ მომენტში დამუხრუჭება სცადა, თუმცა, მიხვდა, რომ ავტობუსი არ რეაგირებდა. სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული, შედეგად მან საჭეზე კონტროლი დაკარგა და სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა, ინციდენტის გამო აღნიშნულ გზაზე საკმაოდ გრძელი საცობები შეიქმნა.

onalem

ტესტ