fbpx
კრიმინალი

“არ მადარდებს ჩემი ცხოვრება და ჩემი ბედი, მე მამა დავკარგე, ჩემი ანგელოზი!” – მანოლის კალომირისის სულისშემძვრელი ჩვენება

კრეტული ვენდეტა ახლა ბერძნული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. დაკავებულია 29 წლის მანოლის კალომირისი, რომელსაც საკუთარი მამის მკვლელის მკვლელობა ედება ბრალად და როგორც სასამართლოში განაცხადა, მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია.

კალომირისმა დღეს, 15:00 საათზე, სასამართლო დატოვა და ადგილზე მისულები იყვნენ მისი დედა და დედმამიშვილები. დაკავებულს უსაფრთხოების მიზნით ბრონის ჟილეტი ეკეთა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მოკლული გიორგოს ქსილურისის ოჯახი ცდილობს ამბავი სხვანაირად წარმოაჩინოს და პოლიციაში სრულიად სხვა იარაღი მიიტანეს, რომელსაც დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ვერ დაეხმარება გამოძიებას და ვერც ოჯახებს სამართლის პოვნაში.

გარდა ამისა, სულისშემძვრელია თავად 29 წლის მანოლის ჩვენება, რომელიც სასამართლოში მისცა. დიონისის ვერასი და ათინა სპანაკის ამბობენ, რომ ამდენწლიანი გამოცდილების მანძილზე არასოდეს უნახავთ ასეთი გულწრფელი ბრალდებული და არასოდეს დაავიწყდებათ მისი სიტყვები. ვერასის თქმით, მანოლის კალომირისი ორი საათის მანძილზე ტიროდა და ცდილობდა, გაეხსენებინა, თუ რას გრძნობდა იმ მომენტში, როდესაც მოკლული მამა ნახა:

“ეს იყო სულისშემძვრელი აღიარება. ადამიანი ორი საათის მანძილზე ტიროდა და ცდილობდა აღეწერა, თუ რა მოხდა მაშინ. არა, აღიარებასაც ვერ დავარქმევთ, ეს იყო სიმართლე, რომელიც მოჰყვა. ნამდვილი გრძნობებით და მე არასოდეს დამავიწყდება მომენტი, როდესაც მან თქვა: “მე არ მადარდებს ჩემი ცხოვრება, ჩემი ბედი, მე ჩემი ანგელოზი, მამა დავკარგე!””

ადამიანმა ხელში აიყვანა საკუთარი მოკლული მამა და ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა. შემდეგ გაიაზრა, რომ მას უკან ვეღარ დაიბრუნებდადა დაუყოვნებლივ დავუკავშირდით პოლიციას. განვაცხადეთ, რომ ჩაბარდებოდა.

ვთხოვთ ანოგიას მოსახლეობას, ყველა მოვიდეს, ვინც რაიმე იცის და თქვან უბრალოდ სიმართლე.”

კალომირისის დედა სასამართლოსთან

 

 

 

 

 

onalem

ტესტ