fbpx
საზოგადოება

23 წლის ანი თამთას ასლია, მაგრამ ცდილობს ცნობილი დედის ჩრდილში არ მოექცეს

თამ­თა ბერ­ძნუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვია და მისი პირადი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ პრო­ექტ “იქს ფაქ­ტო­რი­დან” გა­იც­ნო, სა­დაც ჟი­უ­რის წევ­რი იყო, კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

“მე და თამ­თამ პა­ტა­რა ასაკ­ში შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და მერე გა­ვი­პა­რეთ. 6 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. როცა გა­ვი­ზარ­დეთ, მივ­ხვდით, რომ ის სიყ­ვა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც ოჯა­ხი ჰქვია და დავ­შორ­დით. იმან თა­ვი­სი გზით გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა, მე ჩემი გზით. იმა­ზე მწყდე­ბო­და გული, რომ შვილ­თან არ მქონ­და მა­მაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ტე­ლე­ფო­ნით და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ზა­ფხუ­ლო­ბით, როცა თბი­ლის­ში ჩა­მო­დის, 2–3 კვი­რით ჩემ­თან არის,” ამბობს შმაგი ხაჭვანი, თუმცა, ამ ამბის თამთასეული ინტერპრეტაცია სულ სხვაგვარია:

“მითხრა, რომ ქუჩაში არ დავმდგარიყავით, რადგან ხალხი დაგვინახავდა. მანქანაში ჩავჯექი და მივხვდი, რომ ყავის დასალევად კიარა უფრო შორს მივდიოდით. ისინი მართლაც გასცდნენ თბილისს. ამ დღის შემდეგ მის მშობლებთან ერთად, მის სახლში ვცხოვრობდი. ის 16 წლის იყო, მე კი 14-ის. თებერვალში მომიტაცა, აპრილში კი დავქორწინდით.

ოფიციალური ქორწინების გაკეთება არ შეგვეძლო, რადგან არასრულწლოვნები ვიყავით და ამის უფლება არ გვქონდა. მაშინ ყველა გრძნობა გამეყინა, ყველაზე ცივი გადაწყვეტილება მივიღე და ვთქვი, რომ უნდა გავშორებოდი, რაც უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი,” ამბობს მომღერალი.

თამ­თას და შმა­გის 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი ხაჭ­ვა­ნი დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა მა­მას­თან ხში­რად ჩა­­დის… აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას, თუმ­ცა ცდი­ლობს ცნო­ბი­ლი დე­დის სა­ხე­ლის ჩრდილ­ში არ მო­ექ­ცეს.

ქართულმა მედიამ ანის ფოტოები გაავრცელა:

onalem

ტესტ