fbpx
კრიმინალი

მას შემდეგ, რაც თესალონიკში ქართველი მამაკაცი დააკავეს, პოლიციამ კიდევ ერთი საქმე გახსნა

საბერძნეთის პოლიციამ უსაბუთო ემიგრანტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე გახსნა. ნაპოვნია საბერძნეთში უკანონოდ შემოყვანილი 16 ადამიანი. ისინი სარდაფის ძალიან პატარა “საკანში” იყვნენ მოთავსებულები და ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ. ცხადია, ისინი იქ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც თესალონიკში 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც 12 იმიგრანტი ერთ მანქანაში ჰყავდა და უკანონოდ შემოიყვანა საბერძნეთში.

თესალონიკის პოლიციამ კონტროლი გააძლიერა და ბრძანება გასცა, რომ კონტროლი გაზარდონ თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზეც.

ამჯერად დაპატიმრებულია 23 წლის მოლდოველი, 33 წლის პაკისტანელი და 30 წლის ინდოელი მამაკაცი. მათ 16 იმიგრანტი სარდაფში ჩაკეტეს, ხოლო იქ ჩასასვლელთან კარადა დადგეს, რათა შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ.

სავარაუდოდ, მათგან უფრო მეტი თანხის გამოძალვა უნდოდათ, პოლიციაში ჩაბარების მუქარით, თუმცა, დაკავებულები ოფიცრებმა თავად დააპატიმრეს და პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალს წაუყენებენ.

onalem

ტესტ